„სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, შეიძლება ითქვას, დასრულებულია და ხელმოწერილი დოკუმენტები სრულად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყარაბაღში, კელბაჯარის რაიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 3 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 4 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 5 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 6 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა მიაღწია იმას რაც სურდა. ამ კონტექსტში მან თქვა, რომ „უკანასკნელ დღეებს ითვლის“ ეუთოს მინსკის ჯგუფი - 1992 წელს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან. როგორც ალიევმა თქვა, ფაქტობრივად მინსკის ჯგუფი იმუქმედო იყო, თუმცა, „იურიდიულად არსებობდა და ახლა მისი დასასრული ახლოვდება“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ შეთანხმებაზე ისაუბრა. ვაშინგტონში, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ პარაფირებული ეს დოკუმენტი 17 პუნქტისგან შედგება. მასში ნათქვამია, რომ მხარეები აღიარებენ სახელმწიფო საზღვრებს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვევობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
„ამ დოკუმენტის პარაფირებამ ფაქტობრივად დაასრულა სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირება“, - განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევმა ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის ისტორიულ რეგიონთან - ნახიჩევანთან სახმელეთო კომუნიკაციის შესაძლებლობაზეც.
„2020 წლის ნოემბრიდან ბოლო დღეებამდე ჩვენ დაჟინებით ვინარჩუნებდით ამ საკითხს დღის წესრიგში, ყველა ღონე ვიხმარეთ ამ მიზნის მისაღწევად და საბოლოოდ მივაღწიეთ კიდეც. სომხეთმა უკვე აიღო ეს ვალდებულება და იმედი მაქვს, რომ მომდევნო წლებში ჩვენ შევძლებთ აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილიდან ნახიჩევანში მატარებლით და მანქანით გადაადგილებას.
ამავდროულად, ეს მარშრუტი არა მხოლოდ აზერბაიჯანის ორ ნაწილს დააკავშირებს. ის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნად იქცევა. ამჟამად, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რამდენიმე სატრანსპორტო დერეფანი გადის და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას ზრდის. ერთი დერეფანი სწორედ ამ მიმართულებით გავა. ზანგილანისკენ მიმავალი რკინიგზის მშენებლობა წარმატებით მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, მომავალ წელს დასრულდება. ახლა ჩვენ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში რკინიგზის სრულად მოდერნიზებას ვახორციელებთ. რკინიგზის მშენებლობა სომხეთის ტერიტორიაზეც იგეგმება. ანუ სომხეთმა ეს ვალდებულება აიღო, რაც ჩვენი მორიგი ისტორიული წარმატებაა“, - თქვა ალიევმა.
8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ. მასში საუბარია სომხეთის ტერიტორიაზე სატრანზიტო დერეფნის ორგანიზებაზე, რომელიც აზერბაიჯანს თავის ნახიჩევანის ანკლავთან დააკავშირებს. სომხეთი ამ დერეფნის მართვის უფლებას 99 წლით ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცემს.
