პრორუსული და ძალადობრივი პარტიის „ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, შემდეგ კი დახიეს და დაწვეს. „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, შოთა მარტინენკომ აქციის ერთ-ერთ მოთხოვნად „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება დაასახელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„ვაყენებთ სამ მოთხოვნას: პირველი - 5 ივლისს უდანაშაულოდ დაკავებული ხალხი უპირობოდ გამოუშვას ამ მთავრობამ.
მეორე მოთხოვნა - სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც გადატრიალებას აორგანიზებდა და ვინც აქ ცოცხლად წვავდა ხალხს. თუ ამას არ გააკეთებენ, ამის გაკეთება საბოლოო ჯამში მოუწევს ქართველ ხალხს და ბევრად მძიმე ფორმებით. ამიტომ ხალხს არ ააღებინონ სამართალი ხელში, თვითონ აღასრულონ.
მესამე - კანონი უცხოეთის აგენტებზე, უცხოეთის მონებზე, რომლის არმიღებაც აქ ამერიკის მონებმა კბილებით დაიცვეს, რეფერენდუმი ჩატარდეს. რატომ გადაწყვიტეს აქ ერთი მუჭა დასავლეთის შნირებმა, ხალხს ვკითხოთ, როგორ იქნება და აგენტებს დაერქვათ თავისი სახელი. ამ სამ მოთხოვნას ჩვენ ბოლომდე გავიტანთ“, - თქვა მარტინენკომ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მსგავსი ფაქტი 2021 წლის 6 ივლისს გამართულ აქციაზეც მოხდა, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა და დღეს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშის ან გერბის შებღალვა ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ისჯება ჯარიმით 2000 ლარის ოდენობით ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.
„ჩვემა მთავრობამ მაგ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა, ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ, ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია. საქართველოში უნდა ეკიდოს მარტო საქართველოს დროშა“, - განაცხადა დღეს გამართულ აქციაზე პრორუსული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზურაბ მახარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, პოლიცია სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირებას მოახდენს და დააჯარიმებს.