„ალტ ინფოს“ მხარდამჭერი მღვდლები ევროკავშირის დროშებს წვავენ

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებმა გენადი გოგილაშვილმა და იაკობ მესტვირიშვილმა, ასევე დეკანოზებმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა და ბასილ ახვლედიანმა ევროკავშირის დროშები დაწვეს. ისინი ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებენ ლაშა შარუხიას, რომელსაც მცხეთის მერიასთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის გამო წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გავრცელებულ ვიდეოში დეკანოზი ბასილ ახვლედიანი ამბობს, რომ „ქრისტიანებისთვის ევროკავშირის დროშა არის სიმბოლო გარყვნილებისა“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აღნიშნული სასულიერო პირები ანტიდასავლური და ევროკავშირის საწინააღმდეგო გზავნილებით გამოდიან. ისინი, ისვევე როგორც დაკავებული ლაშა შარუხია, პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური მოძრაობა „ალტ ინფოს“ მხარდამჭერები არიან.

ევროკავშირის დროშები გუშინ „ალტ ინფოს“ წევრებმაც დაწვეს და ვიდეოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ამ ქმედებისკენ მათ მოძრაობის ლიდერმა, ზურაბ მახარაძემ მოუწოდა.

„ჩაწერეთ ვიდეო - „მე, ეს და ეს, სოლიდარობას ვუცხადებ ლაშას, არ უნდა იჯდეს ციხეში, ვუერთდები და მეც ვწვავ ევროკავშირის დროშას“. ვისაც დროშა გაქვთ, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ, ვისაც არა, პრინტერზე ამობეჭდეთ A4-ის ფორმატზე. მთავარია, სიმბოლური მხარდაჭერა. გამოგვიგზავნეთ ვიდეოები, მე მინდა, რომ ეს ფართო კამპანიად იქცეს. მეც გავაკეთებ ამას“, - ამბობდა ზურაბ მახარაძე 19 დეკემბერს, „ალტ ინფოს“ ეთერში.

ლაშა შარუხია რამდენიმე დღის წინ, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. მას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მცხეთის მერიამ დროშები აღმართა. პროტესტის ნიშნად ამ ადამიანმა დროშა დაწვა, არავინ დაშავებულა. დროშა ღირდა 1000 ლარი, შესაბამისად, ბრალი 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა“, - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, სერგი ხურციძემ. „სასამართლოზე  პატიმრობის შეფარდების მოტივად გამოყენებული იქნა ის, რომ არ გაგრძელებულიყო დანაშაულებრივი საქმიანობა, რაზეც პროკურატურა უთითებდა. პროკურატურაც და სასამართლოც მიმართული იყვნენ იმისკენ, რომ მომხდარიყო ამ ადამიანის დაპატიმრება არა მხოლოდ დანაშაულიდან გამომდინარე, არამედ მისი იდეოლოგიის, მრწამსის და შეხედულების გამო“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაშა შარუხიას 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„ალტ-ინფოს“ წევრებსა და მხარდამჭერებს ევროკავშირის დროშები საჯაროდ აქამდეც არაერთხელ დაუწვავთ. 2023 წლის 14 მარტს გამართულ აქციაზე, მათ პარლამენტის შენობასთან აღმართული დროშა გაანადგურეს. მაშინ, რადიკალური მოძრაობის ლიდერი ზურაბ მახარაძე, ოთხ სხვა პირთან ერთად, 1000 ლარით დაჯარიმდა.

პარლამენტის წინ აღმართული დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს 2021 წლის 6 ივლისის აქციაზეც. ამ ინციდენტის შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შევიდა და დღეს საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დროშის ან გერბის შებღალვა ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა ისჯება ჯარიმით 2000 ლარის ოდენობით ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.