„დღეს ვერავინ მოიგებს ამ არჩევნებს, თუ არ იქნება მოსახლეობის დიდი მობილიზაცია. მას არ უნდა შეეშინდეს, არ უნდა დარჩეს სახლში. ჩვენი დიასპორა ძალიან აქტიური უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ცოტა საშუალება ეძლევა“, - განაცხადა საფრანგეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Radio France-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, არჩევანი, რომელიც მოქალაქეებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა გააკეთონ, „ეგზისტენციალური არჩევანია“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ეს არჩევანი საქართველომ 1991 წელს მისი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან გააკეთა და ეს არჩევანი მან ბოლო 30 წლის განმავლობაში მრავალგზის დაადასტურა. მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ ევროპელობა სურს და ეს მონაცემები რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი ზეწოლის განხორციელების მიუხედავად არ შეიცვალა, მათ შორის ომით, ოკუპაციით. ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებულია. არასოდეს უთქვამს მოსახლეობას, „დავუმეგობრდეთ რუსეთს და ყველაფერი უკეთესად იქნება, დავიბრუნებთ ტერიტორიებს“, რადგან არ არის ნდობა, ჩვენი წარსულიდან გამომდინარე ვიცით როგორ ექცეოდა რუსეთი საქართველოს.
ეს ევროპული არჩევანი იქნება და დღეს საქართველოს მოსახლეობამ გაიგო, რომ „ქართული ოცნება“ ოცნება კი არა, კოშმარია, და ამ მთავრობამ, რომელიც მოვიდა ჩაწერა რა კონსტიტუციაში ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია, ან პირი იცვალა, ან თავიდანვე ფრთხილად, შენიღბულად პრორუსული იყო.
ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. დღეს არჩევანია: ვბრუნდებით რუსეთისკენ, რუსეთის ბატონობისკენ, თუ გადავარჩენთ ამ ევროპულ გზას, რომელიც წინ არის წასული. ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიისათვის, რადგან სომხეთი უყურებს საქართველოს გზას და შესაძლოა, მიჰყვეს მას, დაიწყო ევროპისკენ სვლა. ის გათავისუფლდა რუსეთისადმი მისი ძველი კავშირებისგან. ეს ასევე მნიშვნელოვანი არჩევანია ევროპისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შენიღბული მოქმედება ვერ შეამჩნია - „ყოველ შემთხვევაში, დასაწყისში“.
„შემდეგ შევამჩნიე პროგრესულად, და ბოლოს მოვლენები დაჩქარდა უკრაინაში ომის დროს, და რაც არ უნდა საკვირველი იყოს, მას შემდეგ, რაც ევროპამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭა - გასული წლის დეკემბერში. მას შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაიწყეს თავდასხმები თავდაპირველად, ამერიკელი ელჩების წინააღმდეგ, შემდეგ ევროპელი ელჩების წინააღმდეგ საქართველოში, მათ მიმართ იყო კრიტიკა, რომ თითქოს, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩვენი გუშინდელი მეგობრები პრაქტიკულად მტრებად იქცნენ, რუსეთი გახდა კეთილმოსურნე ქვეყანა“, - სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გენერალურ ასამბლეაზე, გაეროს ტრიბუნიდან სიტყვა „რუსეთი“ ან „რუსი“ არ ახსენა, მაშინ, როდესაც ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია.
ზურაბიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, შიშობს, რომ ქვეყანაში „იქნება რეპრესიები, რომლებიც საჯაროდ დააანონსა ბატონმა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ნამდვილმა ლიდერმა“.
„მან საარჩევნო განცხადებაში ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებზე ისაუბრა. ეს რუსული მეთოდია.
არის ოლიგარქების შესახებ კანონი, რომელიც მთავარი კანონის გამო ცოტა ყურადღების მიღმა დარჩა. ეს არის კანონი ოფშორების შესახებ, რომელიც საქართველოს სანქცირებული, ან დასასანქცირებელი რუსი ოლიგარქების თავშესაფრად აქცევს. არის კანონების მთელი სერია, როგორც LGBT კანონი, რომელიც თქვენ ახსენეთ. გავხდებით რუსულის მსგავსი საზოგადოება, სრული კონტროლის ქვეშ. უნდა დავემშვიდობოთ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ყველა იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია ევროპელი კოლეგების დარწმუნება, რომ „როდესაც გავაკეთებთ არჩევანს და მივიღებთ ჩვენთვის სასურველ რეჟიმს, ევროპულ გზაზე დაბრუნება დაჩქარდება“.
როგორც ცნობილია, ორშაბათს, 30 სექტემბერს, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გაემგზავრება და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.