საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, სპეკულაცია უწოდა ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ ახსენა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
„იქ საუბარი იყო ოკუპაციაზე, აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე. ყველა თემაზე გვქონდა ჩვენ საუბარი, ყურადღებით თუ მოუსმენდით. ... [საქართველოს ტერიტორიები] ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, ეს ყველამ კარგად იცის. ეს ვერ ვაღიარებით ევროკავშირს, სხვათა შორის... ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, პრემიერ-მინისტრმა, თქვა: „რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის, რა თქმა უნდა, ფაქტი, რომელსაც არავინ არ უარყოფს“.
25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა „უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა“ წარმოშვა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა „კვლავინდებურად მტკიცე და ურყევია“.
როგორც პრემიერმა თქვა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, „ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას“. მან გაეროს ტრიბუნიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც მიმართა:
„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში“, - თქვა კობახიძემ.
როგორც უკრაინაში მიმდინარე ომზე, ისე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა რუსეთი არცერთხელ არ ახსენა. რუსეთის ხსენებას მან თავი აარიდა გაეროს „მომავლის სამიტსა“ და უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე გამოსვლების დროსაც.