„ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება“ – ტრამპი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ამერიკის შეერთებული შტატების 47- პრეზიდენტის თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საინაუგურაციო სიტყვის დროს, ტრამპმა განაცხადა, რომ მალე მოაწერს ხელს „ისტორიული ხასიათის“ უამრავ განკარგულებას. კერძოდ, მისი თქმით, აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, ნარკოკარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას, მექსიკის ყურისთვის ამერიკული ყურის დარქმევას და „აშშ-ში მხოლოდ ორი გენდერის“ აღიარებას აპირებს.

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება. ამ დღიდან ჩვენი ქვეყანა აყვავდება და მას კვლავ პატივს სცემენ მთელ მსოფლიოში“, - თქვა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის დროს პენსილვანიაში მასზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ღმერთმა გადაარჩინა, რათა ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს.

„სწორედ ამიტომ, ჩვენი ამერიკელი პატრიოტების ადმინისტრაციის პირობებში, ყოველდღიურად ვიმუშავებთ, რათა ყველა კრიზისს ღირსეულად, ძალითა და ძლიერებით ვუპასუხოთ.

დღეს მე მოვაწერ ხელს ისტორიულ აღმასრულებელ განკარგულებებს. ამით დავიწყებთ ამერიკის სრულ აღდგენას და საღი აზრის რევოლუციას.

პირველ რიგში, მე გამოვაცხადებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ჩვენს სამხრეთ საზღვარზე. ყველა უკანონო შემოსვლა დაუყოვნებლივ შეჩერდება და დავიწყებთ მილიონობით კრიმინალი უცხოელის დაბრუნების პროცესს იმ იქ, საიდანაც მოვიდნენ.

ჩვენ აღვადგენთ ჩემს „დარჩი მექსიკაში“ პოლიტიკას. დავასრულებ დაჭერისა და გათავისუფლების პრაქტიკას. მე გავაგზავნი ჯარს სამხრეთ საზღვარზე, რათა მოვიგერიოთ ჩვენს ქვეყანაში დამღუპველი შემოჭრა“, - განაცხადა ტრამპმა.

მან ფასების დაწევის, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების გაზრდის და ამერიკული ენერგიის მთელს მსოფლიოში გატანის პირობა დადო.

„მე დაუყოვნებლივ დავიწყებ ჩვენი სავაჭრო სისტემის რეფორმას, რათა დავიცვა ამერიკელი მუშები და ოჯახები. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყნების გასამდიდრებლად დავბეგროთ, ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს და დავბეგრავთ უცხო ქვეყნებს ჩვენი მოქალაქეების გასამდიდრებლად. ამ მიზნით, ჩვენ ვქმნით საგარეო შემოსავლების სამსახურს, რათა მან მოაგროვოს ყველა ტარიფი, გადასახადი და შემოსავალი. ეს იქნება უზარმაზარი თანხები, რომლებიც ჩვენს ხაზინაში უცხოური წყაროებიდან შემოვა“, - თქვა ტრამპმა.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წლების უკანონო და არაკონსტიტუციური ძალისხმევის შემდეგ, რომლის მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იყო, ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას, რათა დაუყოვნებლივ შეწყდეს მთავრობის ცენზურა და ამერიკაში სიტყვის თავისუფლება დაბრუნდეს.

„ამ კვირაში მე ასევე დავასრულებ სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც ცდილობს რასისა და გენდერის სოციალურად დანერგვას საჯარო და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში.

ამიერიდან შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი გენდერი, მამდრობითი და მდედრობითი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც მან თქვა, აქვს სურვილი, იყოს მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი.

„ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ჩემი ასეთი ისტორიული პოლიტიკური დაბრუნება შეუძლებელი იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, დღეს მე აქ ვარ. ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა.

მე ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ არასოდეს უნდა გჯეროდეთ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლებელია. ამერიკაში შეუძლებელი არის ის, რასაც ჩვენ საუკეთესოდ ვაკეთებთ.

[...] ამ დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები იქნება თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ მამაცურად დავდგებით. ჩვენ ამაყად ვიცხოვრებთ. ჩვენ თამამად ვიოცნებებთ და ვერაფერი დაგვიდგება წინ, რადგან ამერიკელები ვართ. მომავალი ჩვენია და ჩვენი ოქროს ხანა ახლახან დაიწყო“, - თქვა ტრამპმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.