ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაგრამ არც არჩევნების ბოიკოტის კამპანიას შეუერთდება. ამის შესახებ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
„პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, შექმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ნორმალურად ჩაატარა არჩევნები.
ამის პარალელურად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის, რაც არის ადგილობრივი არჩევნები, არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენ წინაშე არ არის რაიმე მსგავსება შეჯიბრებითობის პირობებისა ადგილობრივ არჩევნებზე. აქეთა მხარეს ვართ გულწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ხალხი, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩაგვრა, რეპრესია, სასამართლო კლანი, რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს და რომელზეც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
ამ პირობებში გამართლებულად არ მგონია საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა მსხვერპლშეწირვაზე.
ამავე დროს, პარტია „ხალხისთვის“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ არ ვუერთდებით ბოიკოტს. ქვეყანაში არსებული აპათიური განწყობის პირობებში მიგვაჩნია, რომ არასწორია დროის, რესურსის დახარჯვა, იარო სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთო“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, დღეს მთავარი მიზანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.
„4 ოქტომბრამდე ჩვენ წინაშე არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების შრომის, უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის, დასვენების უფლება ჩვენს პარტნიორ სივრცეში, ჩვენს სამომავლო სახლში, ევროკავშირში. უვიზო მიმოსვლა ჩვენია და ის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენ თავიდან ბოლომდე მოვახმართ ჩვენს ძალებს, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული პერსონალურად იმ კორუმპირებული, ძალაუფლების თრობაში შესული პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს დროებით მმართველობას“, - აღნიშნა დოლიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს კიდევ 8 პროდასავლური ოპოზიციური პარტია:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- „სტრატეგია აღმაშენებელი“
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“
- „დროა“
- „ახალი“
- „ფედერალისტები“
- „თავისუფლების მოედანი“
- „ევროპული საქართველო“.
არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებენ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და პარტია „გახარია - საქართველოსთვის“. ამ ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმიც გააფორმა.
