კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხმას აძლევდა, მთაწმინდის საარჩევნო უბანი „გადაკეტილი“ იყო, რაც კანონის დარღვევაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
ივანიშვილი საარჩევნო უბანზე დაცვის თანხლებით, ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან, ორ შვილთან და რძალთან ერთად მივიდა.
„დღეს, რუსმა ოლიგარქმა ხმის მიცემის დროს დაარღვია საქართველოს კანონი - მან ხმა მისცა დაცვის თანამშრომლების უპრეცედენტო მობილიზების პირობებში, რომლებმაც გადაკეტეს უბანი. ამ დროს, მოქალაქეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ესარგებლათ ხმის მიცემის უფლებით, რადგან ოლიგარქი ბრძანდებოდა უბანში და აძლევდა ხმას. ეს არის კანონის დარღვევა. ასე საქართველოს კანონით და არსად ევროპაში ხმის მიცემა გათვალსიწინებული არ არის“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, „ძლიერი საქართველოს“ დამკვირვებელს თავისი უფლებამოსილების განხორციელებასა და საჩივრის დაწერაში ხელს უშლიან.
„მინდა მოვუწოდო მთაწმინდის პირველი ოლქის მესამე უბნის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს, დაიცავით არა რუსი ოლიგარქი არამედ ამ ქვეყნის კანონმდებლობა. ეს არის თქვენი ვალდებულება. ნუ უშლით ხელს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს“, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე.

ანა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა და პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
„განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული ჩვენი წარმომადგენლის წინააღმდეგ, რომელსაც ფიზიკურად შეეხნენ მას შემდეგ, რაც მან გააპროტესტა ის ფაქტი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები ძალიან ახლოს იდგნენ იმ ტერიტორიასთან, სადაც ამომრჩეველი აძლევდა ხმას. შესაბამისად, ირღვეოდა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი. ამის გაპროტესტების შემდეგ მას ფიზიურად გაუსწორდნენ“, - თქვა ნაცვლიშვილმა.
