თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროევროპული აქციების მონაწილე ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გიგაურისთვის წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
კერძოდ, მოსამართლე ნაჭყებიამ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეიცვალა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 6 წლამდე.
გასულ კვირაში ამავე მუხლით სცნეს დამნაშავედ დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და მასაც 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანატოლი გიგაური 25 ნოემბერს დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბოლო ცხრა თვის განმავლობაში პროკურტურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებილი დანაშაულია და 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება. გიგაური ბრალდებას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
„ანატოლი გიგაური არ არის თავდამსხმელი, ის არ დასხმია თავს პოლიციელს. ბუნებრივია, ასეთ პირობებში, მოსამართლე ვერ მიიჩნევდა, რომ სახეზე იყო პოლიციელზე თავდასხმა“, - განაცხადა გიგაურის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
ადვოკატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება ნაწილობრივ პოზიტიურადაც შეფასდეს, დაცვის მხარე მას არ ეთანხმება.
„თვეების განმავლობაში ვამტკიცებთ, რომ გიგაურმა მოქმედება განახორციელა აუციელებელი მოგერიების ფარგლებში. ვიდეოკადრებში ძალიან კარგად ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი შეკრულ მუშტს სახეში ანატოლი გიგაურს და სულ ორ-სამ წამში უკვე გიგაური იქნევს ხელს პოლიციელის მისამართით, შესაბამისად, იგერიებს მას, იგი იცავს საკუთარ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სავარაუდოდ, მოსამართლემ ეს მოქმედება არ შეაფასა როგორც აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული“, - თქვა ლაშა ცუცქირიძემ.
დაცვის მხარე, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, დღევანდელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
