თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SunExpress საქართველოში იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის სამი ქალაქიდან - ანკარადან, ანტალიიდან და იზმირიდან იფრენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
SunExpress-ი 3 ივნისიდან იზმირიდან, 5 ივნისიდან ანკარიდან, ხოლო 15 ივნისიდან კურორტ ანტალიიდან დაიწყებს ფრენებს თბილისის მიმართულებით და პირიქით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ავიაკომპანია კვირაში ხუთჯერ იფრენს: ერთხელ თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის, ორ-ორი სიხშირით კი ანტალიიდან და იზმირიდან შეასრულებს პირდაპირ რეგულარულ რეისებს. ბილეთები უკვე იყიდება.
SunExpress-ი 33 წლის წინ, ანტალიაში, თურქულმა Turkish Airlines-მა და გერმანულმა Lufhansa-მ დააფუძნეს. 2001 წელს ის გახდა პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელმაც მომხმარებლებს თურქეთსა და გერმანიას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები შესთავაზა.
