„გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას“, - ასე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ იქნენ ცნობილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
„საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ეკა გიგაგური დიახაც, იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აღნიშნეს, რომ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გადადგამენ.
ანტიკორუფცული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური ცნობილ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. კუპრაშვილის თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ ასევე კამპანია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.
„განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ ცნეს სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლებიც - სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია.
აღნიშნულ ორგანიზაციებსა და პირებს 5-დღიანი ვადა აქვთ ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის, საბანკო ანგარიშების, ანტიკორუცციული ბიუროსთვის წარსადგენად. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, დამატებით გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ ხარჯებს თავად ანტიკორუფციული ბიურო დაითვლის.
