აფხაზეთი არ ვითარდება, ის უბრალოდ კვდება, რადგან პუტინს ეს სურდა - ზელენსკი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ პოდკასტერ ლუქს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაბრუნება და მათზე გავლენის მოპოვება სურს, რასაც ნელ-ნელა აკეთებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მაგალითად, საქართველო, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიდიოდა, ახლა რუსეთს უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ გაყინული კონფლიქტები. მათ აფხაზეთში აქვთ ის, რაც ჩვენ გვაქვს დონბასში, რომელსაც ბოევიკები აკონტროლებენ.

აფხაზეთი არ ვითარდება. ის უბრალოდ საქართველოს ძალიან ლამაზი მხარეა, რომელიც კვდება. თუ ოდესმე გექნებათ იქ ჩასვლის საშუალება, მიხვდებით, რომ ის უბრალოდ კვდება, რადგან პუტინს ეს სურდა. მას სურდა, მათთვის განვითარების საშუალება არ მიეცა. გაყინული კონფლიქტი ნიშნავს, რომ არ მიგიღებენ ევროკავშირში და, რა თქმა უნდა, არ მიგიღებენ ნატოში, რადგან, დიახ, გაყინული კონფლიქტის გამო არ მიგიღებენ.

ეს არის ის, რაც პუტინმა გააკეთა. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგოს ეს გავლენა. სწორედ მან მიაბრუნა უკან საქართველო. ახალგაზრდები, სტუდენტები, ყველა მიდის და ეს ფაქტია. საქართველო საკმაოდ პატარაა. ისინი მიდიან, უნდათ იცხოვრონ ევროპაში და სურთ განვითარდნენ - ვიღაც შეერთებულ შტატებში, ვიღაც ევროკავშირში, ვიღაც ბრიტანეთში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინის შემდეგი სვლა მოლდოვაში იქნება - აპრილში ის „მოლდოვის პარლამენტისთვის იბრძოლებს“.

„ის დაიწყებს ევროპისგან მოლდოვის დაშორებას, მიუხედავად იმისა, რომ მათ [მოლდოველებს] უნდათ იქ წასვლა. მას ეს არ აინტერესებს. იქნება პრორუსული პარტია და რაღაცას გაუკეთებენ დღევანდელ პრეზიდენტს, რადგან მან არჩევნები მოიგო, არის პროევროპელი, მაგრამ ის [პუტინი] ამას შემოაბრუნებს. შემდეგი ნაბიჯები სრულიად ნათელია - ის ყველაფერს გააკეთებს იქ, სადაც გავლენა დაკარგა, სადაც საბჭოთა კავშირის გავლენა იყო. ის უკან დაიბრუნებს რაც შუძლია მეტს და ჩვენ გვესმის, რის ფასად“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.