რუსლან აბაშიძე, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა, გადადგა. აბაშიძის თქმით, თანამდებობის დატოვება მისი გადაწყვეტილებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
„დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას. 2019 წლიდან, დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები“, - წერს სოციალურ ქსელში რუსლან აბაშიძე.
აბაშიძე გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის აფხაზეთის მთავრობის წევრებსა და უმაღლეს საბჭოს, საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, „რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა“.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო ვყოფილიყავი მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უფრო მიგვაახლოებდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩვენი ერთობლივი მიზნის განხორციელება - ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნავს რუსლან აბაშიძე.
რუსლან აბაშიძეს 4-წლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ძალიან მალე დაინიშნოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. ამ გადაწყვეტილებას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. „ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ. პრემიერ-მინისტრის თქმით, კარგი იქნება თუ რუსლან აბაშიძე სახელმწიფო სამსახურში დარჩება.
