ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ვალტერ ბუთბა გაათავისუფლა და მის შემცვლელად რობერტ კიუტი დანიშნა, რომელიც მანამდე „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის“ ხელმძღვანელი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
როგორც ბჟანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ ახალი მინისტრის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დაწყება „უმტკივნეულო“ იქნება და ის „მკვეთრ ნაბიჯებს“ არ გადადგამს.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობა არ არის მარტივი, თუმცა კი, გარკვეული მიმართულებებით კარგი შედეგები გვაქვს. საზოგადოება ითხოვს, რომ, ზოგადად ძალოვან სტრუქტურებში და კერძოდ, შსს-ში მუშაობა იყოს უფრო აქტიური. გვესმის პრობლემები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე ჯერ კიდევ დგას. გვესმის, რომ საჭიროა, მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერა.
რუს კოლეგებთან დავაყენებთ საკითხს დამატებითი მხარდაჭერის შესახებ, მოვიძიებთ გარკვეულ შესაძლებლობებს ქვეყნის შიგნით, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სათანადოდ შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და დაცული იყვნენ სახელმწიფოს მიერ“, - განაცხადა ბჟანიამ.
43 წლის რობერტ კიუტი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღიდანაა. 2003 წლიდან ის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომელი იყო, 2021 წელს კი ასლან ბჟანიამ სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა. დაჯილდოებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჯილდოებით, მათ შორის, კონტრდაზვერვაში წარმატებისთვის.
ვალტერ ბუთბა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილებას 2021 წლის დეკემბრიდან ასრულებდა. უცნობია, რა გახდა მისი გადაყენების მიზეზი.
