დღეს, 26 აგვისტოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარების მე-17 წლისთავს საზეიმოდ აღნიშნავენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სწორედ ამ დღეს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 3 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 4 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 5 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 6 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
მედვედევმა, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებს, ბადრა გუნბასა და ალან გაგლოევს მისალოცი წერილები გაუგზავნა.
„რუსეთის ისტორიულმა არჩევანმა, მხარი დაეჭირა თავისი მოძმე ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მყარი საფუძველი ჩაუყარა. დღეს აფხაზეთი წარმატებით წყვეტს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის მასშტაბურ ამოცანებს, ქმნის კონკურენტუნარიან ეროვნულ ეკონომიკას და აფართოებს საერთაშორისო კონტაქტებს“, - მედვედევი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს არწმუნებს, რომ რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობები გაძლიერდება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ პრინციპების შესაბამისად.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევისადმი მილოცვაში დმიტრი მედვედევი წერს, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსული მხარის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ „განამტკიცა სამხრეთ ოსეთის ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უფლება, იგი იქცა მათი მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის მშენებლობის საწყის წერტილად“.
„რუსეთი მიესალმება სამხრეთ ოსეთის დამაჯერებელ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და აღნიშნავს ორმხრივი ურთიერთობების დინამიურ ხასიათს, რომელიც მოკავშირეობისა და ინტეგრაციისკენაა მიმართული. დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის მეგობრული კავშირების შემდგომი გაღრმავება სრულად შეესაბამება ჩვენი ქვეყნების ხალხების ინტერესებს და ხელს შეუწყობს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას“, - ნათქვამია მედვედევის გზავნილში.
განცხადებები გაავრცელეს ე.წ. პრეზიდენტებმაც. ალან გაგლოევის თქმით, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება იყო არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ უმაღლესი სამართლიანობის აქტი.
„ყველამ, ვინც იმ დღეს ცხინვალში იმყოფებოდა, იცის, რომ ოსეთის მიწაზე, თაობების ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ასეთი დღესასწაული. ბევრი ტიროდა ბედნიერებისგან, რადგან ესმოდათ, რომ ეს აღიარება სიცოცხლეს ნიშნავდა, ნიშნავდა რუსეთის დაცვასა და მფარველობას, მტკიცე გარანტიას საქართველოს მხრიდან სასტიკი აგრესიის განახლების წინააღმდეგ“, - ამბობს გაგლოევი.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ დმიტრი მედვედევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს დღე თაობებს ემახსოვრება.
რუსეთის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობა ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ აღიარეს.
ამ თემაზე:
4 პარტია სირიის ლიდერს მიმართავს, აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება გააუქმოს
