ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის“ დაკავებული კახა მურადოვი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
საქმის მასალების მიხედვით, მურადოვმა შეაგროვა ინფორმაცია, რომელიც „მტრის სადაზვერვო სამსახურებს აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საზიანოდ“ გადასცა.
„მას ასევე ჰქონდა კონტაქტები საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ე.წ გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფება „მხედრიონის“ წევრებთან, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს სამხედრო ოპერაციებში მონაწილე ქართული ლეგიონის დაქირავებულებთან“, - ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.
48 წლის მურადოვი დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 2024 წლის 24 აპრილს, ქალაქ გაგრაში დააკავეს. მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას საქართველოს მოქალაქეობის პასპორტიც ჰქონდა, რომელსაც ის საქართველოში ნათესავებთან მალავდა.
სასამართლომ კახა მურადოვი დამნაშავედ ცნო ე.წ. აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე (სახელმწიფო ღალატი) და 217-ე (იარაღის უკანონო ტარება) მუხლებით. ის დანაშაულს არ აღიარებს.
მურადოვის წინააღმდეგ გამოტანილ „გამამტყუნებელ განაჩენზე“ საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.
