პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ არ შეიძლება ისეთი ოპოზიციის წარმომადგენლის მეუღლე, როგორიც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა მუშაობდეს ისეთ სახელმწიფო უწყებაში, სადაც წვდომაა საიდუმლო ინფორმაციასთან. ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლემ ნატა ქორიძემ დღეს განაცხადა, რომ რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთოხების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
„თუ კი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლე გაათავისუფლეს, რა თანამდებობაზე იყო არ ვიცი, თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ამ ინფორმაციას უზიარებდეს ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღიურად და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ჯაფარიძე.
ჩემი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება ასეთი ოპოზიციის ოჯახის წარმომადგენელი, მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა. არ ვიცი, ეს რეალობა არის თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არ შეიძლება. ფაქტია, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ამ საიდუმლო ინფორმაციის ფლობით შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს“, - თქვა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2012-2016 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით პარლამენტის წევრი იყო. 2020 წელს ის კვლავ გახდა დეპუტატი „გირჩის“ პარტიული სიით, თუმცა პირადი განცხადების საფუძველზე, 2021 წლის ნოემბერში პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი მეუღლე საგარეო საქმეთა სამინისტროდან პოლიტიკური მოტივებით გაათავისუფლეს: „აქამდე ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ 3 წლამდე ბავშვი თუ გყავს, სამსახურიდან ვერ გიშვებენ ვერც რეორგანიზაციის მიზეზით და ჩვენ ისე მოხდა, რომ 2013-ში და 2017-ში გავაჩინეთ ბავშვები. შემდეგ პანდემია იყო, ერთი წელი ამის გამო წაიღო და როგორც კი მიეცათ საშუალება გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს საგარეოდან“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო 2022 წლის სექტემბერში გამოცხადებულ რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც ნატა ქორიძე გათავისუფლდა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებით ხსნის: „იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი. აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება. დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის, ქალბატონ ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები“.
