„ოპოზიციას არაფერი ესაქმება ასეთ კომისიაში“ - ზურაბიშვილი „ოცნების“ საგამოძიებო კომისიაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილინაციონალური მოძრაობისხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა არანაირ შედეგს არ გამოიღებს

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

18 თებერვალს ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეთაგან „ქართული ოცნების“ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას არავინ მიიღებს.

„ეს არის არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური კომისია და მემგონი, ყველანი, ვინც აქ ვიყავით, შევთანხმდით იმაზე, რომ არავის არაფერი ესაქმება ასეთ კომისიაში, რომელიც არაფერს ემსახურება თუ არა ერთ რამეს - რუსეთს შეუქმნას ახალი საშუალებები, რომ წარმოჩნდეს საერთაშორისო დონეზე როგორც არააგრესიული. თუ ამჩნევთ, ყველაფერი რასაც იწყებს ეს ხელისუფლება ამ ბოლო პერიოდში, არაფერი არ მიდის ლოგიკურ დასკვნამდე. ყველაფერი არის წარუმატებელი და ესეც იქნება წარუმატებელი, დარწმუნებული ვარ. ყოველ შემთხვევაში, არავინ მივა და ეს არის პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

მეხუთე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებით, „თეა წულუკიანის რუსულ კომისიაში“ მონაწილეობას არავინ მიიღებს. ბოკუჩავას განცხადებით, ყველას ესმის, რომ კომისია ემსახურება ქვეყნის უახლესი ისტორიის „რუსულად გადაწერის მცდელობას და არის მიმართული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „ფედერალისტების“ და „გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-13 წელს შექმნა.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, იმუშავებენ ყველა, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის მიმართულებით.

​„ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ დროებით საგამოძიებო კომისიასთან - ეს კითხვა არ დგას, რადგან კანონით მათ აქვთ თანამშრომლობის ვალდებულება და თუ რომელიმე მათგანი, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიწვევთ მოსმენაზე, უარს განაცხადებს მობრძანებაზე, ჩვენი კანონმდებლობა ამ შემთხვევაში საკმაოდ მკაცრ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - განაცხადა წულუკიანმა.

კომისიის უფლებამოსილების ვადა სამი თვით განისაზღვრა. „ქართული ოცნება“ დასკვის მომზადებას და „დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით“ პროკურატურისთვის მის წარდგენას გეგმავს.

სისხლის სამართლის კოდექსით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა - მაგალითად, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა - ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.