„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ბოლო 12 დღეა ვაკვირდებით. ეს არის სურვილი გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომ რაღაცნაირად შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. არანაირად არ უგულისხმია [ირაკლი კობახიძეს], რომ ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. იქ სტიქია რა სახის იყო, თავად ირაკლი კობახიძემაც ნახა საკუთარი თვალით. თქვენც იქ ბრძანდებოდით და ნახეთ, რა მასშტაბის იყო. იქ ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, რა თქმა უნდა არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება და პირიქით“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე კომენტირებისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„თითქოს ვინმე აკნინებს იქ ჩარჩენილი მოქალაქეების თავდადებასაც, თავგანწირვასაც, ურთიერთ გვერდში დგომასაც. 210 ადამიანი გადაურჩა ამ სტიქიას, 210-ვემ გამოიჩინა სამოქალაქო სიმამაცე, ზოგმა თავდადება. ...რა თქმა უნდა, რთულია იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში შევიდეთ. როცა ხარ ბუნებრივი კატასტროფის ეპიცენტრში, გარკვეული შიშის გრძნობაც არის, მაგრამ ამავე დროს, ფიქრობ, რომ გარკვეულ მობილიზებასაც იწვევს და ამ მობილიზების მაგალითებიც ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ“, - თქვა პაპუაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 14 აგვისტოს სპეკულაცია უწოდა ღვარცოფს გადარჩენილი დავით ჯელაძის მონათხრობს იმის შესახებ, შოვში, სტიქიის ზონის შუაგულიდან, წელამდე ტალახში ჩაფლულმა, ხოხვით როგორ შეძლო მისი ერთ-ერთი დისშვილის, 6 წლის მაშოს გადაყვანა ღვარცოფის მეორე მხარეს, შედარებით უსაფრთხო ადგილას.
კობახიძის ეს განცხადება ექსპერტებმა იმ ადამიანებზე ზეწოლად შეაფასეს, ვინც შოვში სტიქიურ უბედურებას გადაურჩნენ, რათა მათ აღარ იაქტიურონ და მთავრობის საწინააღმდეგოდ ჩვენებები არ მისცენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ბინებრივი კატასტროფა იმდენად სწრაფად განვითარდა, მისი თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
სტიქიის შედეგად დაზარალებული დავით ჯელაძის თქმით, მმართველის პარტიის თავმჯდომარის განცხადება შეწურაცხმყოფელი და მოულოდნელი იყო - „ალბათ, არ უნდა, რომ გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა“.
3 აგვისტოს, რაჭაში, ბუბას მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა კურორტი შოვი თითქმის მთლიანად გაანადგურა. სამაშველო ოპერაცია 3 საათის დაგვიანებით დაიწყო, დაღამებისთანავე კი მფრინავებმა ოპერაციაში მონაწილეობა შეწყვიტეს იმ მიზეზით, რომ ვერტმფრენს ღამით უსაფრთხოდ ფრენა არ შეეძლო. ამ დროისთვის ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი, 8 დაკარგულს კიდევ ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრაგედიის თავიდან არიდება შეუძლებელი იყო, რასაც დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან.
