„საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც სერიოზული დარღვევებით გამოირჩეოდა. ეს გამოძიებული უნდა იქნეს გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკომისიაში გამართულ ბრიფინგზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
ბორელის თქმით, დარღვევები ბევრია და ზოგიერი მათგანი სამწუხაროა.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს არჩევნები თავისუფალად და სამართლიანად, არც პირიქით. ასე რომ, ჩვენ ვიმყოფებით მდგომარეობაში, რომელიც მოითხოვს გამოძიებას, რათა დაზუსტდეს რა მოხდა, რა არის დარღვევების ფარგლები და როგორ იმოქმედა ამან შედეგზე“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მისივე თქმით, აღნიშნული აძლიერებს ტენდენციას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეების განმავლობაში ხედავენ და რომელიც ქვეყანას აშორებს ევროკავშირს, მის ღირებულებებსა და პრინციპებს.
„თუ იქნება საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან პოლიტიკური ნება, ჩვენ ვთავაზობთ მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - გაუქმება უცხოური გავლენის შესახებ კანონისა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე მსუსხავი ეფექტი აქვს და ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონისა, რადგან ევროკავშირის ოჯახში დისკრიმინაცია ღირებულება არ არის“, - განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების პირველი ნიშანი.
„ძალზე მნიშვნელოვანია, მომავალი დღეების განმავლობაში ყურადღებით ვადევნოთ თვალყური, თუ როგორ განვითარდება მოვლენები დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასთან და განმარტებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბორელმა.
