„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული გვაქვს. რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსნით საარჩევნო კამპანიას. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის. ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არცერთი დღით არ შეჩერდეს განვითარება და სრულად დავიცვათ საქართველოს თითოეული მხარის, თითოეული კუთხის ინტერესები“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს გამართულ პარტიის ყრილობაზე, სადაც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით.
„რადიკალების პოლიტიკიდან ჩამოშორება არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. ჩვენ დავძრავთ ამ სამართლებრივ პროცესს და იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს სამართლებრივ მსჯელობას,“- თქვა მან.
ყრილობაზე „ქართული ოცნების“ ახალი პოლიტსაბჭოც აირჩიეს შემდეგი შემადგენლობით: ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; კახა კალაძე; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; გიორგი ვოლსკი; თეა წულუკიანი; ვახტანგ გომელაური; ირაკლი ჩიქოვანი; მაკა ბოჭორიშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; მარიამ ქვრივიშვილი; დიმიტრი სამხარაძე; სულხან თამაზაშვილი; ნინო წილოსანი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 25 აპრილს განაცხადა.
„ვეღარ ვხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური სხვა პოზიციიდან განვაგრძო“, - თქვა ღარიბაშვილმა.
ის ჯერ-ჯერობით არცერთი ქვეყნის მიერ არ არის სანქცირებული.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
