სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას დაჰპირდა, რომ „ყველა ღონეს გამოიყენებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის“. ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „აპსნიპრესი“ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედია ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ბაშარ ალ-ასადმა და ინალ არძინბამ მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სპეცოპერაციას და დაგმეს შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები კონფლიქტების დაწყების შესახებ ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.
მხარეებმა ასევე დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების (გოლანის მაღლობების დეოკუპაციის შესახებ) შესრულების მნიშვნელობა. ასევე დაგმეს კოლექტიური დასავლეთის ქმედებები, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზას სექტორში.
მხარეებმა აღნიშნეს რუსეთის ძალისხმევა, ჩამოაყალიბოს საერთაშორისო ურთიერთობების უფრო სამართლიანი სისტემა და გააძლიეროს მრავალპოლარული ტენდენციები გლობალურ ეკონომიკასა და პოლიტიკაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა თქვა, რომ „აფხაზეთსა და სირიას შორის, განათლების, სტუდენტთა გაცვლისა და სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში ურთიერთქმედების გაძლიერება მნიშვნელოვანია. განიხილეს აფხაზეთისა და სირიის ეკონომიკის განვითარების მიზნით უცხოური ინვესტიციების მოზიდვა“.
ინალ არძინბამ სირიის პრეზიდენტს გააცნო აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ძალისხმევა ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად. აღინიშნა რუს და ბელორუს ინვესტორებთან ერთობლივი აფხაზურ-სირიული მუშაობის აქტუალობა.
ბაშარ ალ-ასადმა მიიღო მოწვევა მომავალ წელს აფხაზეთს ეწვიოს.
სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა 2018 წლის მაისში აღიარა. სირიის გარდა დე ფაქტო რესპუბლიკები რუსეთის ფედერაციას, ნიკარაგუას, ნაურუს და ვენესუელას აქვთ აღიარებული.
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ დამასკოში „საელჩო“ 2020 წლის ოქტომბერში გახსნა. ე.წ. საელჩოს გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო და განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები უხეშად ირღვევა.