პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამარცხვინო უწოდა „ქართული ოცნების“ ახალ ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საარჩევნო პროპაგანდისთვისაა გამოყენებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს... რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში.
თბილისში გამოჩნდა მმართველი პარტიის ახალი საარჩევნო ბანერები წარწერით: „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. ბანერების ნაწილზე, ერთ მხარეს გამოსახულია უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ტაძარი, ხოლო მარჯვნივ - სამება, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის აშენებულია. სხვა ბანერებზე ვხედავთ განადგურებულ მარიუპოლის ზედხედს, მის გვერდით - ბათუმს, ხარკოვში დაბომბილ სპორტულ კომპელქსს, მის გვერდით კი რუსთავში ახლად აშენებულ მსგავს დაწესებულებას და ა.შ..
ბანერების შავ-თეთრ მხარეს, სადაც განადგურებული უკრაინული ქალაქები და შენობებია, გადახაზულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები - 4, 5, 9 და 25, ხოლო მეორე მხარეს „ქართული ოცნების“ ნომერი - 41-ია მითითებული.
„ხო, რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს, ბავშვები არ დახოცოს, საავადმყოფოები არ დაბომბოს, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ...
საზოგადოებამ უნდა იცოდეს განსხვავება - როცა ჩვენსავით იქცევა ხელისუფლება, რა გვაქვს სახეზე და როცა სხვანაირად იქცევა ხელისუფლება, რა შეიძლება იყოს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კრიტიკას.
მდინარაძე ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელში ბანერებს უარყოფითად მხოლოდ „ნაცაქტივისტები“ აფასებენ.
