„ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა, მგონი, ძალიან არასერიოზულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, სტიქიის ზონაში ვიზიტისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
რაც შეეხება სამაშველო ოპერაციას, ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც სამაშველო ვერტმფრენებს შეეხებოდა, თქვა, რომ ტყუილია, თითქოს, მთავრობამ ვერტმფრენების შეძენა გადაწყვიტა, გავიდა ერთი წელი და არ შეიძინა.
„ჯერ ერთი, სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ და დღესაც იმუშავეს. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იქნა ნაპოვნი, ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთი არ დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ჩვენი სამსახურები იყვნენ იქ, ადგილზე და სიტუაცია იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ. არ მინდოდა დღეს ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ დღეს ვისმენთ... რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე, მაგრამ აი, თქვენ, პირადად თქვენი ტელევიზია და სხვა ტელევიზიები მთელი დღის განმავლობაში ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს, ტრაგედიაა, ჯერ კიდევ ოჯახები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით - ატყუებთ მოსახლეობას, რომ თურმე მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე, ჩვენ არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი. თქვენ ან ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემა გაქვთ, უფრო მეტი პრობლემა გაქვთ მემგონი, თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ - ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის და ხალხის დაზაფრვის. ასეთი უბედური მდგომარეობაა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და თქვენ ათმაგად ძაბავთ ხალხს. ეს სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულოთ, რომ თურმე სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი - ჩვენი 210 თანამოქალაქე უვნებლად იქნა გამოყვანილი ჩვენი სამაშველო სამსახურის მიერ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ სტიქიის ზონაში 31 ადამიანი იძებნებოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა - „თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია და ხალხს ატყუებთ. მე აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი“.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობდა.
სტიქიის შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 25-ს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.
შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი, რასაც წინ მეწყრული პროცესები უძღოდა, 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე განვითარდა. ღვარცოფმა მთლიანად გაანადგურა კურორტზე არსებული კოტეჯები, დააზიანა სასტუმროები, წაიღო ავტომობილები და შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა, 3 საათის შემდეგ, მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს. სამაშველო ოპერაციაში 400-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. მათგან 150 სტიქიის ზონაში ღამის განმავლობაშიც იმყოფებოდა, ვერტმფრენებმა მუშაობა კი დაღამებისთანავე შეაჩერეს.
