ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ რუსული სახელმწიფო მედია ჯგუფი RT-ის (Russia Today) ხელმძღვანელობა, მათ შორის მარგარიტა სიმონიანი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დეზინფორმაციის გზით ზემოქმედების მცდელობებში დაადანაშაულა და ახალი სანქციები დააწესა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
სანქცირებულთა სიაში მოხვდა 10 ფიზიკური პირი და ორი ორგანიზაცია. შეზღუდვები ვრცელდება როგორც Russia Today-ზე, ისე მის შვილობილ მედიაორგანიზაციებზე - RIA Novosti-სა და Sputnik-ზე.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, 2024 წლის დასაწყისიდან, RT-ის ხელმძღვანელები ცდილობდნენ სოციალურ ქსელებში გავლენის მქონე ამერიკელების (ე.წ. ინფლუენსერების), რომლებმაც მათი განზრახვის შესახებ არაფერი იცოდნენ, ფარულად დაქირავებას. „RT-მ გამოიყენა ყალბი კომპანია საკუთარი ან რუსეთის ხელისუფლების ჩართულობის შესანიღბად. მაგარიტა სიმონიანი RT-ის მთავარი რედაქტორი და ცენტრალური ფიგურაა რუსეთის მთავრობის მავნე გავლენების ძალისხმევაში. მან დაუშვა RT-ის საფარქვეშ ყალბი კომპანიის ოპერაციები“, - ვკითხულობთ ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც BBC წერს, გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურდა მიეღო „სასურველი შედეგი“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის რბოლაში, ხოლო თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთის პროგრამა მიზნად ისახავდა აშშ-ში „უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შემცირებას, პრორუსული პოლიტიკისა და ინტერესების გაძლიერებას და ამომრჩევლებზე ზემოქმედებას“.
„RT აღარ არის მხოლოდ კრემლის პროპაგანდისტული განშტოება. ის გამოიყენება ფარული რუსული გავლენის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის“, - თქვა კირბიმ.
სანქციები სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში არსებული ქონების დაბლოკვას ითვალისწინებს. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებამ 32 ინტერნეტ მისამართი დააყადაღა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ყალბი ნარატივების ფარულად გასავრცელებლად გამოიყენებოდა.
გადაწყვეტილებას სიმონიანი Telegram-ზე გამოეხმაურა კომენტარით „გაიღვიძეს“.
