„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო ამერიკის შეერთებულმა შატატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 2 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება დაპირებას ქართველი ხალხისადმი, რომელმაც კონსტიტუციაში დააფიქსირა ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისკენ მისწრაფება.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის წინაშე.
ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ისარგებლონ შეკრებისა და გამოხატვის უფლებით, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი დარჩეს.
„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი.
ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას საქართველოს მთავრობის მიმართ, დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“, - ნათქვამია მეთიუ მილერის განცხადებაში.
