თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე „ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის გაიქცა. პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის ჰყავდათ მიყვანილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მინისტრმა გაქცეულ პატიმრებს მოუწოდა, დროულად მოეგონ გონს და სამართალდამცავებს ჩაბარდნენ.
„კოორდინირებულად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებულები, საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. არაფერია საშიში. თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, ამ თანამშრომლის მიმართ დადგება პასუხისმგებლობა.
ასევე, მოვუწოდებ მათი ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომელთაც შესაძლოა, ჰქონდეთ მათთან კავშირი, ნებისმიერი სახის ხელშეწყობა მძიმე დანაშაულია ამ ადამიანებისთვის. თუ ვინმე ამ ადამიანებს ხელს შეუწყობს მიმალვაში, კანონის სრული სიმკაცრით იქნება დასჯილი“, - განაცხადა მინისტრმა.
