საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. მეუღლის ინფორმაციით, 2 თებერვლიდან ის წყლისა და მედიკამენტების მიღებაზეც უარს ამბობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
„აფგანმა თქვა, რომ მშრალ შიმშილობას ბოლომდე გააგრძელებს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მშრალი შიმშილობის დაწყებამდე წონაში 42 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული“, - განაცხადა ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ აზერბაიჯანულ გამოცემა Turan-თან.
სადიგოვას თქმით, აფგანის პატიმრობა პოლიტიკური ხასიათისაა და საქართველოს ხელისუფლება ბაქოს ბრძანებას ასრულებს.
„31 იანვარს ის დილიდანვე გადაიყვანეს სასამართლოში და სხდომა მხოლოდ შუადღის 3 საათზე დაიწყო. როგორ შეიძლება 130 დღეზე მეტხანს მოშიმშილე ასე აწამონ? ამან კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს ხელისუფლების არაადამიანურობა აფგანის მიმართ“, - აღნიშნა სევინჩ სადიგოვამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსი, ონლაინ გამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი თბილისში, 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს, რის შემდეგაც საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანში მუქარისა და გამოძალვისთვის იძებნებოდა. მის წინააღმდეგ საქმე 2024 წლის მაისში აღიძრა. იმ დროისთვის აფგან სადიგოვი მეუღლესთან და ორ არასრულწლოვან ქალიშვილთან ერთად უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა.
დაკავების შემდეგ, აფგან სადიგოვმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო დაცვის თხოვნით მიმართა, თუმცა, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უარი უთხრა იმ დასაბუთებით, თითქოს, აზერბაიჯანში მისი უფლებების დარღვევა არ დგინდება. მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიმართვის საფუძველზე დროებითი ღინისძიება გამოიყენა და საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა. 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა სამი თვით, 3 მაისამდე გაახანგრძლივა.
აფგან სადიგოვი 21 სექტემბრიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს და ციხის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
