ბაქოში, ბინაგადის რაიონში, ავეჯის საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეც არის. 35 წლის მამაკაცი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურიდან იყო, ბაქოში სამუშაოდ იმყოფებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
აფეთქება, რომელსაც ხანძარი მოჰყვა, ავეჯის საწარმოში 15 დეკემბერს, დღისით მოხდა და სრულად გაანადგურა 2750 კვ.მ. ფართობი. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 24 ადამიანი დაშავდა, 3 ადამიანი კი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
აზერბაიჯანის პროკურატურამ გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისა და გაუფრთხილებლობის მუხლებით დაიწყო. როგორც უწყებაში განაცხადეს, აფეთქების მიზეზის, მიყენებული ზარალის და ასევე, სხვა გარემოებების დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
