სოფელ ბალდის მცხოვრებლებმა, ქალებმა, დღეს დილით გზა გადაკეტეს და კანიონის ტერიტორიაზე ინვესტორი კომპანიის მიერ დაქირავებულ დაცვის თანამშრომელს არ უშვებდნენ. ისინი შპს „კანიონი 350“-თან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებიან და ამ საკითხზე სახელმწიფო უწყებების პასუხს ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 3 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 4 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 5 „წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო“ – კუპრაძე „ლელოს“ აკრძალვის შესახებ სარჩელზე
- 6 კოალიცია ცვლილებისთვის: რეჟიმს ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში
„ეს იყო უკვე მართლაც უკიდურესი ფორმა, კანიონში არ შეგვეშვა კომპანიის დაცვის წარმომადგენელი. მანამდე ყველანაირი გზა მოვსინჯეთ, მაგრამ პასუხი ვერსად მივიღეთ. ამიტომ ეს იყო ჩვენი უკიდურესი ფორმა, რომ დედებს გადაგვეკეტა გზა და არ შეგვეშვა დაცვის თანამშრომელი. სხვა დანარჩენისთვის გზა გახსნილი იყო“, – განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ინვესტორის კომპანიის დაცვის თანამშრომელი კანიონში პოლიციის ეკიპაჟმა ალტერნატიული გზით შეიყვანა. ქალები ამბობენ, რომ პროტესტს გააგრძელებენ.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ არ გაუხანგრძლივდეს ამ კომპანიას ხელშეკრულება, რადგან ეს გამოიწვევს უარეს დაპირისპირებას ახალგაზრდებს შორის. გვინდა, რომ ჩვენი შვილები დაბრუნდნენ სახლებში და ამ სოფელში ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. არ გვინდა არანაირი დაპირისპირება. სამი წელია წნეხში ვართ. ჩვენი სოფლის მიწა-წყალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასხვისდეს. ეს არის ჩვენი და უნდა ჰქონდეს ბალდის მოსახლეობას, უნდა დარჩეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. მეტს ხომ არაფერს ვითხოვთ?! იმათ უნდათ, თავიანთი ჯიბეები გაისქელონ, ჩვენ ჩვენს მიწა-წყალს ვიცავთ ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
ბალდის მცხოვრებლები, რომლებიც უკვე 760 დღეზე მეტია უწყვეტად, კარავში აპროტესტებენ კანიონის 40 წლით გასხვისებასა და იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ითხოვენ, რომ „კანიონი 350“-თან მათგან მალულად დადებული ხელშეკრულება 29 ნოემბრის შემდეგ არ გახანგრძლივდეს.
მოძრაობა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ წევრები ნოემბრის დასაწყისში თბილისში ჩამოვიდნენ და რამდენიმე დღე უშედეგეოდ ითხოვდნენ საჯარო შეხვედრას ჯერ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილთან, ხოლო შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან. რამდენიმე დღის წინ ისინი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ, თუმცა, როგორც ამბობენ, გიორგი ნაჭყებიამ მათ პასუხი ვერ გასცა.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანიონი და მის მიმდებარედ 24 130 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ელექტრონულ აუქციონზე 2022 წლის 5 ნოემბერს გაიტანა. 29 ნოემბერს იჯარის ხელშეკრულება აუქციონის გამოცხადების შემდეგ დაფუძნებულ კომპანიასთან, შპს „კანიონი 350“-სთან გაფორმდა.
„კანიონი 350“-ის მესაკუთრეები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და რუსეთში საქართველოს ფაქტობრივი ელჩი მამუკა მერკვილაძე არიან. ის აუქციონში მონაწილე ერთადერთი კომპანია იყო.
ინვესტორს ბალდის კანიონზე 407 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციის, კიდული და საცალფეხო ბილიკების მშენებლობა და იქ ბიზნესის კეთება სურს. ბუნების ძეგლი ისე გასხვისდა, რომ არ ჩატარებულა კვლევები, რომლებიც დაგეგმილი პროექტის ბიომრავალფეროვნებაზე გავლენას შეაფასებდა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა ჩართული არ ყოფილა.
