13 მაისს ქალაქ ბათუმის მერის თანამდებობიდან გადადგა არჩილ ჩიქოვანი. მერმა გადადგომის შესახებ ფეისბუკის გვერდზე დაწერა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„მივიღე გადაწყვეტილება ბათუმის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. ქალაქის ხელმძღვანელად ყოფნა იყო დიდი პატივი და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის, მადლობა იმ გუნდს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და, რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“,- წერს ჩიქოვანი.
ის ბათუმის მერად 2021 წელს აირჩიეს და უფლებამოსილების ვადა 2025 წლის ოქტომბერში ეწურებოდა. მერად არჩევამდე, ჩიქოვანი 2020 წელს დაინიშნა ბათუმის მერის მოადგილედ და მერის, ლაშა კომახიძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, რამდენიმე თვე მერის მოვალეობას ასრულებდა.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე დაინიშნა. ის ბათუმის მერიის თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ახლახან დანიშნულმა სულხან თამაზაშვილმა წარუდგინა.

14 მაისს, თანამდებობა დატოვა ქობულეთის მერმა. ლევან ზოიძემაც არჩილ ჩიქოვანის განცხადების მსგავსი შინაარსის პოსტი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა:
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქობულეთის მერის თანამდებობა. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ამ ქალაქის ხელმძღვანელობა და მოქალაქეების საჭიროებების მაქსიმალურად გადაწყვეტა. მადლობას ვუხდი ქობულეთელებს მხარდაჭერისთვის და ერთგულებისთვის. ასევე, მადლობა იმ ადამინებს რომლებიც გვერდში გვედგა ჩვენი მხარის უკეთესი მომავლის შესაქმნელად. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“ და რა თქმა უნდა, ვრჩები ამ გუნდის ერთგულ წევრად“.
უფრო ადრე, 4 აპრილს, თანამდებობა ასევე ფეისბუკპოსტით დატოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიას არჩევნებისთვის სამზადისი დაწყებული აქვს.
