„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პარლამენტში რუსული კანონის დაბრუნებას. ეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მდინარაძის თქმით, გუშინ საღამოს, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ სხდომაში მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე არ მონაწილეობდა, თუმცა კანონთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები გაიმართა.
„ის არის თანამოაზრე ჩვენი ამ საკითხში. ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან. სხვათა შორის, ამაზე საუბარი დაიწყო გუშინწინ, უმრავლესობის ტრადიციულ სხდომაზე და გაგრძელდა გუშინ, რადგან უმრავლესობის სხდომაზე სხვა საკითხებიც იყო, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის პრევენციის, „ვეტინგის“, სასამართლოს საკითხები. გუშინ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენს განცხადებაში აისახა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საპატიო თავმჯდომარე საქმის კურსშია, დეტალურად და იზირებს ამ განცხადების პათოსს. სიტყვა სიტყვით, ყველა ვართ ერთ აზრზე“, - განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვეს. მდინარაძის განმარტებით, კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„შარშან იყო უკიდურესი პროვოკაციების რისკი, რასაც დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც.
ერთი რამ უნდა ვაღიაროთ - შარშან, კომუნიკაციაში ბოლომდე გამართულები მართლა ვერ ვიყავით, რადგან ერთი წლის განმავლობაში არაერთი ადამიანი მინახავს, რომელსაც პირადად ჩემთვის უთქვამს, რომ იყო უდიდეს შეცდომაში შეყვანილი. ადამიანებს წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეთ, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა კანონზე იყო საუბარი. უბრალოდ, აღშფოთდნენ იმის გამო, რომ ეს კანონი თითქოს იყო რუსული“, - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე.
მამუკა მდინარაძემ უპასუხა შეკითხვას, რატომ გადაწყდა კანონის დაბრუნება მაშინ, როდესაც მთელი წლის განმავლოში პარტიის და მთავრობის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ეს საკითხი დახურული იყო. მდინარაძის განმარტებით, დონორების დაფინანსება „კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა“:
„ჩვენ ვიმეორებდით „კანონს არ დავაბრუნებთ“. მეორე მხრიდან, დონორების მხრიდან, მათ შორის, შეხვედრების დროს იყო პირობა, რომ ფინანსები, დაფინანსება იქნებოდა გამჭვირვალე. ამ დაპირების ფონზე დაფინანსება გამჭვირვალე კი არ გახდა, კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა, კიდევ უფრო შავი გახდა ის ფული, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შემოდიოდა ქვეყანაში“.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრების შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა. დეპუტატები მოქალქეებს მოუწოდებენ, შარშანდელის მსგავსად, გაერთიანდნენ და „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის მიღების უფლება არ მისცენ.