სამოქალაქო აქტივისტ მაგდა მამუკაშვილს, რომელიც სასამართლომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხის „შეურაცხყოფისთვის“ 4000 ლარით დააჯარიმა, ჯარიმის გადაუხდელობის გამო ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 6 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
როგორც ის სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“ და „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ თქმის გამო დაუყადაღეს სახლი, მანქანა, ანგარიშები, ასევე, 25%-იანი წილი კომპანიაში, რომელიც 12 წელია გაჩერებულია.
მაგდა მამუკაშვილი ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედაა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა დაუყადაღა, ხოლო „თიბისი ბანკმა“ საბანკო ანგარიშები.
„თიბისიმ ანგარიშები დამიყადაღა „ძირს რუსეთის დამპალი იმპერიის“ თქმის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღსრულების ეროვნული ბიურო რომ რეჟიმის მსახურები არიან, ვიცით, თქვენ რატომ აღასრულებთ არაღიარებული რეჟიმის გადაწყვეყილებებს?! რატომ იღებთ მონაწილეობას რეპრესიული მექანიზმის მუშაობაში?
კი, ინგლისის სანქციებიც აქვს ამ რეჟიმს, ეგ რანაირად არ გადარდებთ?! თან იპოთეკური სესხი მაქვს 2037 წლამდე უდიდეს პროცენტში. თან გიყაღებენ ანგარიშს და თან 25 რიცხვში მოგთხოვენ, ფული გადაიხადეო. არ გადაიხდი და სახლს გაგიყიდიან ერთად და შეხმატკბილებულად აღსრულება და „თიბისი“. რაში ადარდებთ შენი მცირეწლოვანი შვილები.
უნამუსობაა ეს და მეტი არაფერი, „თიბისი“. ამის მერე გააკეთეთ ხოლმე მრავალათასიანი პროევროპული რეკლამები და ააცრემლეთ აუდიტორია. ამ რეჟიმის მსახურებო!“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი.
მაგდა მამუკაშვილი თბილისის საქლაქო სასმართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 4000 ლარით 30 მაისს დააჯარიმა. მისი და კიდევ ორი აქტივისტის, სოფო აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარი „ქართული ოცნების“ წევრმა, მარიამ ლაშხმა 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო შეიტანა - იმ დღეს, ერთ-ერთ კაფეში შვილებთან ერთად მყოფ ლაშხთან აქტივისტები შეძახილებით „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“, „არა რუსულ რეჟიმს!“, „არა რუსეთის მონებს!“ მივიდნენ.
„ქართული ოცნების“ მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შეტანილი ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით 1500-დან 4000 ლარამდე ან 45 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით. სასამართლომ სოფო აფრიამაშვილსა და ლიკა ლორთქიფანიძეს, 12-12 დღით პატიმრობა შეუფარდა.
