ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებლი და მფლობელი, გიორგი რამიშვილი, იგივე „ზარალა“, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქვეყნიდან გამგზავრებისას დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამგზავრების ტერმინალში, გიორგი რამიშვილის ხელბარგის სკანერით შემოწმებისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები ამოიღეს.
„დადგინდა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებულია გ.რ.-ს სახელზე, თუმცა აღნიშნულ პიროვნებას ტარების უფლება არ ჰქონდა“, - აცხადებენ შსს-ში.
58 წლის ბიზნესმენის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
გიორგი რამიშვილი კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ევრონიუს ჯორჯიას“ დამფუძნებელიცაა. ბიზნესმენი ბათუმში Trump Tower-ის აშენებას გეგმავდა და 2011 წელს აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ორგანიზაციასთან ლიცენზირების ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა 2016 წელს გარიგება ჩაიშალა.
„აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების შემდეგ, ახლა დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის! დღევანდელი უახლესი შემთხვევა გიორგი რამიშვილია - ერთ-ერთი ძირითადი ინტერნეტქსელის მფლობელი, Euronews Georgia-ს დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ყოფილი ბიზნესპარტნიორი!“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიზნესმენის დაკავებას.
რამიშვილი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.
