„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე ორი ქვეყნის წინააღმდეგ საგარეო ჩარევის შესახებ ისაუბრეს. იმავე პრესკონფერენციაზე ბაირამოვმა განაცხადა, რომ დადგა დრო, აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობა სრულად შეწყდეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა შეკითხვა დასვა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ ე.წ. „აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე და დასავლეთის ქვეყნების შეშფოთებას „ქვეყნის საშინაო საქმეში ჩარევის მცდელობა“ უწოდა. მისი თქმით, აზერბაიჯანის შემთხვევაშიც აქვს ადგილი „ადამიანის უფლებების საფარქვეშ ამგვარი ჩარევის მცდელობებს“. კითხვას, არის თუ არა დაგეგმილი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ამ საერთო საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა:
„ჩვენ ბოლო პერიოდში არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით, როდესაც ხდება საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობები სხვადასხვა მხრიდან, მაგარამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი საზოგადოებები, ჩვენი სახელმწიფოები საკმაოდ მდგრადები არიან მსგავს ნაბიჯებთან გასამკლავებლად.
მართალია, ეს ზრდის ხოლმე გამოწვევებს ჩვენს წინაშე, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სახელმწიფოების სიძლიერე, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერე კარგად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ხშირად მომდინარეობს ხოლმე სხვადასხვა მხრიდან ჩარევებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს მცდელობები ჩაერიონ სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც დამოუკიდებელ და სუვერენულ პოლიტიკას ატარებენ, ახალი არ არის, მაგრამ არასოდეს ყოფილა ისეთი აშკარა, როგორც ახლა.
„აზერბაიჯანი და საქართველო არ მოქმედებენ სხვისი ბრძანებით. ისინი ატარებენ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას. სწორედ ამიტომ ჩნდება ჩვენი დასჯის სურვილი“, - თქვა ბაირამოვმა.
აზერბაიჯანელმა დიპლომატმა დასძინა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები ეფუძნება საერთაშორისო სამართალს და არა ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩარევას.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ვერ ხედავს ქვეყანაში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლობის ფუნქციონირების აუცილებლობას. მისი თქმით, თუ შეერთებული შტატები აზერბაიჯანის დახმარებითაა დაინტერესებული, „მაშინ ეს დახმარება უნდა გაეწიოს ოფიციალურად და სრულიად გამჭვირვალედ“. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2024 წლის 1 ივნისის შემდეგ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა 2000 წელს ხელმოწერილი ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში USAID-ის მუშაობას არეგულირებს.
„გაირკვა, რომ მათი საქმიანობა არ ემსახურებოდა აზერბაიჯანის ინტერესებს, არამედ მიზნად ისახავდა აშშ-ის დღის წესრიგის განხორციელებას აზერბაიჯანში.
ამის საფუძველზე, ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, გავგზავნეთ შეტყობინება და განვაცხადეთ, რომ არ ვართ დაინტერესებული ხელშეკრულების არსებული პირობებით გაგრძელებით.
[...] დღეს, დე-იურე, არ არსებობს აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი. ამ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს არც თავად ორგანიზაციის, არც მისი წარმომადგენლობის აზერბაიჯანში ყოფნისა და საქმიანობის გაგრძელების აუცილებლობა და დროა ის სრულად შეწყდეს“, - თქვა ბაირამოვმა.
მაკა ბოჭორიშვილის შემდეგ, დღეს, 17 იანვარს ბაქოში საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ჩავიდა. მისი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კობახიძე პრეზიდენტ ილჰამ ალიევსაც შეხვდება.