უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3297 და უკრაინის 78 მოქალაქეს მიენიჭა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
იუსტიციის სამინისტროს მიერ, საქართველოს პარლამენტის წევრის პაატა მანჯგალაძისთვის მიწოდებული მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის ფედერაციის 8333-მა მოქალაქემ მოითხოვა. სამინისტრომ 2638 განაცხადი არ დააკმაყოფილა, 1765 განხილვაშია, 326 განუხილველად დარჩა, 69 კი შეჩერებულია.
რუსეთის 1666-მა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით ისარგებლა, ხოლო ოთხმა მოქალაქეობა მოქალაქეობის აღდგენის წესით მიიღო. რუსეთის ორ მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭა, 1625-ს კი საგამონაკლისო წესით.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ამავე პერიოდში, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს უკრაინის 211-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან 55 განაცხადი არ დაკმაყოფილდა, 57 განხილვაშია, 14 განუხილველად დარჩა, 3 კი შეჩერებულია. უკრაინის 32-მა მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა, 46-მა - საგამონაკლისო წესით მიიღო.
2022 წლის 11 თვეში, თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები რუსეთის 109 949 მოქალაქემ და ექვსმა იურიდიულმა პირმა გახსნა. ყველაზე მეტი ანგარიში ქართულ ბანკებში მას შემდეგ გაიხსნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ე.წ. საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. კერძოდ, ოქტომბერში ქართულ ბანკებში ანგარიში რუსეთის 27 784-მა მოქალაქემ გახსნა, ხოლო ნოემბერში - 15 994-მა.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 15 917 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
