„ლიბერალ დემოკრატებიდან“ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაკლირმა თემთა პალატაში წარადგინა წინადადება, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
„დავდგებით დემოკრატიის მხარეს, თუ პუტინის მოკავშირეებს პასუხისმგებლობისგან გავათავისუფლებთ? შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოში რუსული ჩარევის ხელშეწყობის გამო“, - განაცხადა ბრიტანელმა კანონმდებელმა.
ჯეიმს მაკლირის წინადადებას ამ ეტაპზე კიდევ 12 ხელმომწერი ჰყავს, რომელთაგან 10 „ლიბერალ დემოკრატებს წარმოადგენს“, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ჯონ მაკდონელია, ხოლო ერთიც დემოკრატიული უნიონისტური პარტიის წევრი ჯიმ შენონი.
წარდგენილი ტექსტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი:
- გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო.
- გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში;
- აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილს სანქციები დაუწესა და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის;
- მოუწოდებს დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვისა და ევროკავშირის პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კოორდინაციისკენ რუსეთის ჩარევასთან დასაპირისპირებლად;
- კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას.
წინადადება დიდი ბრიტანეთის პარლამენტში 13 იანვარს დარეგისტრირდა. საკითხზე დებატების გამართვის თარიღი ამ დროისთვის განსაზღვრული არ არის.
ამ თემაზე:
ბრიტანეთმა ვახტანგ გომელაური და შსს-ს კიდევ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
