უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად აღმოსავლეთ რუსეთში დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ემზადება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კირილ ბუდანოვმა War Zone-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები 1-ელი ნოემბრისთვის იქნებიან მზად და 2600 კაცისგან შემდგარი პირველი რაზმი, სავარაუდოდ, კურსკის ოლქში წავა. ბუდანოვის განცხადებით, უცნობია, სად გაიგზავნებიან დანარჩენი ნაწილები.
„ჩვენ ჯერ არ გვაქვს სრული სურათი“, - აღნიშნა სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა. მისი მტკიცებით, კორეელები რუსულ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას გამოიყენებენ.
ბუდანოვის განცხადებას წინ უსწრებდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ევროპული საბჭოს სხდომაზე: „პუტინი ჩრდილოეთ კორეისგან იღებს დახმარებას - ჭურვების, აღჭურვილობის და ახლა ხალხის სახითაც. და პლუს, ირანი. სამწუხაროდ, ჩვენ ვიღებთ სიგნალებს, რომ ჩინეთი კვლავ აქტიურად ეხმარება რუსეთს ამ ომის გაჭიანურებაში. ჩვენ გვაქვს დაზვერვის მკაფიო მონაცემები“. მოგვიანებით, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით 10 ათასი ჯარისკაცი ემზადება. „ეს არის პირველი ნაბიჯი მსოფლიო ომისკენ“, - დასძინა მან.
ამ თემაზე ინფორმაცია გაავრცელა სამხრეთ კორეულმა ახალი ამბების სააგენტო Yonhap-მაც, რომელიც ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდობით წერს, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდასაჭერად დაახლოებით 12 ათასი ჯარისკაცის გაგზავნა გადაწყვიტა. Yonhap-ის ცნობით, 1500 ჯარისკაცის განლაგება ვლადივოსტოკში დაიწყო.
როგორც CNN-ი წერს, ჩრდილოეთ კორეას 1.2 მილიონი ჯარისკაცი ჰყავს, თუმცა ჯარს რეალური საბრძოლო გამოცდილება არ გააჩნია. გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, „ეს იქნება ჩრდილოეთ კორეის პირველი დიდი მონაწილეობა საგარეო ომში“.
რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ყოველგვარ მონაწილეობას უარყოფს.