ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი მიიჩნევს, რომ 1995 წლიდან პრაღაში ბაზირებული „რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) მუშაობის გაგრძელება ევროპის ინტერესშია. ამის შესახებ მან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
ლიპავსკის თქმით. „რადიო თავისუფლების“ მაუწყებლობა აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში დემოკრატიული ძალების მხარდაჭერას წარმოადგენს.
„აუცილებელია პოლიტიკურად ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს „რადიო თავისუფალი ევროპა“ ჩეხეთისთვის და ევროპისთვის. ჩვენს ინტერესშია, რომ ტოტალიტარიზმი არ აყვავდეს ჩვენს ირგვლივ“, - განაცხადა ლიპავსკიმ.
სატელევიზიო გამოსვლამდე ლიპავსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, კოლეგებთან ერთად განიხილავს, როგორ შეინარჩუნონ RFE/RL-ის მაუწყებლობა ნაწილობრივ მაინც.
„მაშინ, როდესაც „რადიო თავისუფალმა ევროპამ“ პირველად დაიწყო მაუწყებლობა, ის იყო შუქურა მათთვის, ვისაც ტოტალიტარიზმი სიმართლეს ართმევდა. პეროუტკა, ტიგრიდი და სხვა განდევნილები ცენზურას და ტყუილს სიტყვით ებრძოდნენ. დღეს სიტუაცია არაფრით არის განსხვავებული.
ბელორუსიდან ირანამდე, რუსეთიდან ავღანეთამდე „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“ რჩებიან თავისუფალი ინფორმაციის რამდენიმე წყაროს შორის მათთვის, ვინც ჩაგვრის პირობებში ცხოვრობს. მათი გაჩუმება მხოლოდ მათთვის კი არ იქნება დანაკარგი, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის, ვისაც სჯერა დემოკრატიის“, - ამბობს ჩეხი მინისტრი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 მარტს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) შემცირების შესახებ. აღნიშნული სააგენტო „ამერიკის ხმას“ და აშშ-ის მიერ დაფინანსებულ სხვა სამაუწყებლო ორგანიზაციებს, მათ შორის „რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას“ ზედამხედველობს. „ამერიკის ხმამ“ მუშაობა შეაჩერა, ხოლო „რადიო თავისუფლებას“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ეცნობა.
