ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, პოლიციელზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 30 000-ლარიანი საპატიმრო გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო, რითაც პროკურატურის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
დავით შარაშიძე 28 იანვარს დააკავეს ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის თანახმად, შარაშიძემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საქმეში დაზარალებულად არის ცნობილია გოგა (გიორგი) ჯინჭარაძე.
„ბრალდებულს თან ახლდა ორი პირი. ამ ორი პირიდან ერთი ესაუბრებოდა დაზარალებულს, ამ საუბარში გამოხატა მხარდაჭერა „ქურდული სამყაროს“ მიმართ, შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ასევე, სამართალდამცავ ორგანოს და შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ცემის პროცესში მონაწილეობდა როგორც ბრალდებული, ისე მასთან ერთად მყოფი ორი პირი“, - განაცხადა პროკურორმა.
30 იანვარს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ია ბარამიძემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
დაკავების შემდეგ დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს. ამ პოსტს ის 2025 წლის 30 ოქტომბრიდან იკავებდა. 2021-2025 წლებში შარაშიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი იყო, 2017-2021 წლები კი საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.
2 თებერვალს, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ პოსტში დავით შარაშიძემ დაწერა, რომ სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის იქნება „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი“.
დავით შარაშიძეს ბრალი წარდგენული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
