უკრაინაში, ქალაქ ბახმუტში ერთდროულად 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მომხდარიდან მესამე დღეს გამოეხმაურა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და თქვა, რომ უკრაინაში საბრძოლველად ქართველები „ომის პარტიას“ მიჰყავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„მინდა ვთქვა, რომ ვუყურებთ რა ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს, ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე - ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი პოლიტიკოსები, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს. მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ეს ე.წ ომის პარტია და შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ, გამყიდველების პარტია, და რატომ ამას ავხსნი - დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას.
მათი ორგანიზებულია ახლაც სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა ჩვენი მთავრობის მიერ თავიდან აცილებული.
მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს.
ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ. მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და ყოველგვარი პიარის გარეშე“, - ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე და თქვა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯარისკაცების ცხედრები ბრძოლის ველზე დატოვა:
„ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. რაზე საუბრობენ საერთოდ. დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად. ე.წ მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს. მიწაზე იყო გართხმული და მეორე - თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან, ყველამ კარგად ნახა ეს კადრები. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, საქართველოს პოლიგონად გადააქცევდნენ.
„მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად, ეს ყოველივე იქნა თავიდან აცილებული. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება თუ არ გაუკეთებიათ მანამდე?! საკუთარი ნებით, გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20%, კოდორის ხეობა, ასეულობით სოფელი და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომებს და მათ ამ გაუთვლელ ნაბიჯებს“.
3 დეკემბერს, ღამით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა დაიღუპნენ. ცხედრების გამოტანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ის პოზიციები, სადაც ისინი იბრძოდნენ, რუს სამხედროებს აქვთ დაკავებული. მანამდე, პირველ დეკემბერს, კიევში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია გარდაიცვალა. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკვე 34 ქართველი მეომარი ემსხვერპლა.