ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ღუდუშაური წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 6 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
ჯერ უცნობია, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს. ადვოკატის განცხადებით, მას საქმის მასალები არ გადასცემია.
ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2024 წლის მარტში გაათავისუფლეს. ის ამ პოზიციაზე 2022 წლის იანვარში, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა და საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას ხელმძღვანელობდა.
როგორც მაშინ სამინისტროში განმარტეს, ღუდუშაურის საკურატოროში შედიოდა სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ასევე, ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ღუდუშაური საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წლებში იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილის თანამდებობას.
ამ თემაზე:
საგამოძიებო: ილია ღუდუშაურმა სასწრაფოს მანქანების ტენდერი კონკრეტულ კომპანიას მოარგო
