ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (EasyJet) 2025 წლიდან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის. პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. თბილისი-ჟენევის მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორჯერ იფრენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
1-ელი აპრილიდან პირდაპირი ფრენები ლონდონისა ლუტონისა და მილანის მალპენსას აეროპორტების მიმართულებით, კვირაში ორ-ორი სიხშირით, დაიწყება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე - www.easyjet.com უკვე შესაძლებელია.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, რომ ფრენები მოგზაურებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება.
„იმედი გვაქვს, რომ მგზავრთნაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება“, -აღნიშნა ქარქაშაძემ.
გარდა ამისა, 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში ოთხი სიხშირით, გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი „ბრიტიშ ეარვეისი“ (British Airways) შეასრულებს.
