დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო, ერთად ამას მივაღწევთ - პრეზიდენტი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები. თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს. აქ არის ის დროშა, რითიც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელებაც არის ჩვენი დღევანდელი დროშა. ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე, ვიდრე არ მივაღწევთ იმ ევროპის კართან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა, მომავალი“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არავინ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „იმ ერთი კაცის“ გარდა.

„თქვენ ალბათ წაიკითხავდით ყველა იმ შეფასებას და მხარდაჭერის გზავნილებს, რაც მოდის სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან და რაც მოდის ასევე ამერიკიდან. ნახეთ სახელმწიფო მდივნის ძალიან მკაფიო განცხადება. ყველა გვეუბნება ერთ რამეს, ჯერ ერთი, არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს იმ ერთი კაცის გარდა, რომელმაც აქ ჩაიარა, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება და ბოლომდე მივიყვანოთ. სხვათა შორის, შეიძლება, ამაში მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ეს გამოძიება იყოს სრულყოფილი და არ დავტოვოთ არცერთი კითხვა პასუხის გარეშე. ამაში არიან ძალიან აქტიურად ჩართული ჩვენი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.

ყველამ ერთად, თქვენი დახმარებით, თქვენც გაქვთ ხელთ ძალიან ბევრი მტკიცებულება, უნდა შევქმნათ სრული სურათი, როგორ მოხდა ის უნახავი, ის უპრეცედენტო, უნიკალური ხმების წართმევა, ასე მასიურად, ასე სისტემურად, ეს არის უზარმაზარი ოპერაცია, წინასწარ დაგეგმილი, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი და წაგვართვა კონსტიტუცია. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ დავდოთ ეს შედეგები და მოვითხოვოთ ამ შედეგების შესრულება. ეს არის პირველი ეტაპი.

დარწმუნებული ვარ, ჩემს შემდეგ პოლიტიკური პარტიები თქვენ გეტყვიან, როგორ აპირებენ მოქმედებას. ჩვენ ერთად ვართ. არავინ დატოვებს ამ უსამართლო შედეგს ამ დღეში. ერთად ვართ, ძალიან მშვიდობიანად დავიცავთ იმას, რაც არის ჩვენი, თქვენი კონსტიტუციური უფლება, რომ ხმა იყოს დაცული. ხალხს, როგორც მე, სხვა არაფერი გვაქვს, თუ არა ხმა. ხმა ხალხისა, ხმა ერისა, რომელიც უნდა აღვასრულოთ და ასეც იქნება, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა არ არის პესიმიზმის, ხელების ჩაქნევის და შეგუების დრო, ახლა არის დრო, რომ ძალიან წყნარად, შემართებით, მიზანმიმართულად დაიცვან საკუთარი ხმები.

„დიასპორაში ასევე იყო წართმეული ხმების უზარმაზარი რაოდენობა. ის ხმები, რომლებიც მივიდა უბნამდე, ნათლად აჩვენებს, სად არის საქართველოს ხალხის ნება, მაგრამ ძალიან ცოტა ხმა წამოვიდა, რათა არ შეეშალა ხელი აქ დაწერილი შედეგებისთვის. აქ დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო შედეგები. ჩვენ ერთად ამას მივაღწევთ.

დიდი მადლობა ყველას ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ ამ დღეებში და რასაც კიდევ გავაკეთებთ ერთად. პოლიტიკური პარტიები არიან ისინი, რომლებმაც უნდა წარადგინონ პოლიტიკური ხედვა. სხვადასხვა პარტია არის, ეს არ არის რაღაც ხელოვნური ერთობა. „ქართული ქარტია“ და ჩვენი ევროპული გზა არის ერთადერთი ჩვენი გამოსავალი, ალტერნატივა და ამის უკან ყველა არის ერთიანი. თქვენ რომ მიეცით ხმა მათ, მიეცით ხმა ევროპას, მომავალს, მიეცით ხმა საქართველოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით (დათვლილია უბნების 99.968%), საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.92% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები: „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%), „ძლიერი საქართველო“ (8.814%) და „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%). 28 ოქტომბერს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნაა საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ახალი არჩევნების ჩატარება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.