„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
„მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი გუნდის სახელით. როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური!
არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არა თუ შესვლას, ყველა მანდატზე ვამბობთ უარს და ჩავხსნით სიებს ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და პირობას გაძლევთ, გაიმარჯვებთ აუცილებლად ერთად!
ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა - ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ და არა ამ გაყალბებულმა სარჩევნო ადმინისტრაციამ. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც უნდა შესრულდეს.
ამასთან, არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას. არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას, ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია და არა „ქართული ოცნების“ და სუს-ის მიერ მართული საარჩევნო კომისიები,“ - განაცხადა ვაშაძემ.
28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა. მათ გააპროტესტეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მიიღო. ოთხი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ 189 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს. კოალიციის განცხადებით, კენჭისყრის დღეს წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების სქემა მოქმედებდა, რაც დამკვირვებელთა დაწერილი საჩივრებით, თვითმხილველების ჩვენებებით, ფოტო, ვიდეო და აუდიომასალებით დასტურდება.
