„დაველოდოთ პროცესებს“ - ვოლსკი „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვაზე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ამ ეტაპზე „3+3“ ფორმატში ჩართვა საქართველოსთვის არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად გამართლებული არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს მოცემულობა შეიცვალოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

გუშინ, 19 თებერვალს, სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას, ლავროვმა გაიმეორა, რომ საქართველოსთვის „3+3“ ფორმატში „კარი ღიაა“ და „სავარძელი დგას“.

„რაც ეს იდეა წარმოიშვა, რომ 3+3 არის ფორმატი, სადაც მონაწილეობს ერთ მხარეს - ირანი, თურქეთი, რუსეთი და კავკასიის სამი ქვეყანა - აზერბაიჯანი, სომხეთი და ეს ქმნის გარკვეულ ეკონომიკურ ურთიერთობების ახალ ფორმატს, იმის მერე ლაპარაკია, რომ საქართველო დღეს თუ ხვალ ჩაეწერება ამ ფორმატში, მაშინ როდესაც შიგნით თავად ურთიერთობები არ აქვთ მოგვარებული. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საკმაოდ დაძაბული ვითარებაა დღეს და პერსპექტივაში, ჩვენ ვლოცულობთ, რომ ეს არ გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში. არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობები თურქეთსა და რუსეთს, ან ირანს შორის.

მოკლედ, არ არის ეს საკითხი იმ დონეზე წამოწეული, სადაც საქართველოს ექნება მონაწილეობის ინტერესი პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც. ის პროცესები, რაც მსოფლიოში მიმდინარეობს, განაპირობებს საქართველოს მომავალ პოზიციას.

საქართველოსთვის, ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ არცერთ შემთხვევაში არ დაზიანდეს არც მისი პოლიტიკური იმიჯი, საგარეო კურსი, ეკონომიკური ინტერესები. აქედან გამომდინარე,

სამომავლო პერსპექტივაში, შეიძლება, რაღაც გამოჩნდეს. თუმცა, ამ ეტაპზე, არაფერი იმდაგვარი არ ჩანს, რომ ამ ფორმატში გინდ პოლიტიკურად, გინდ ეკონომიკურად გამართლებული იყოს ჩვენი ჩართულობა. ასე რომ, დაველოდოთ პროცესებს.

საქართველოს, სამწუხაროდ, ის რესურსი არ გააჩნია, რომელიც მსოფლიო პროცესებზე მოახდენს გავლენას, თუმცა სწორი პოლიტიკა ავირჩიეთ და დღემდე სტაბილურობა შევინარჩუნეთ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„3+3“ (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და ირანი) ფორმატში რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივა იყო. პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის დეკემბერში, ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით გაიმართა. მას შემდეგ შეხვედრები შედგა სტამბოლსა და თეირანში. ქართული მხარე უარს აცხადებს რუსეთთან ერთობლივ ფორმატში მონაწილეობაზე მანამ ვიდრე, რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.