დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე სიების გაუქმებას კანონი არ ითვალისწინებს - ცესკო

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ორი ოპოზიციური კოალიციის მიმართვის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, რომ პარტიულ სიებს ვერ გააუქმებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მოქმედი კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადებების შემთხვევაში და სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის“, - განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.

საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი ცესკოს სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ნიკა გვარამიას და თინა ბოკუჩავას განცხადებით, სიის ყველა წევრი უარს ამბობს, გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტის მანდატებზე.

„ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა წერილები, რომელსაც ვგზავნით ცესკოში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბმისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელები და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით“, - თქვა ბოკუჩავამ.

ნიკა გვარამიას მტკიცებით, მათი მოთხოვნა „სამართლებრივად სრულიად გამართულია“, თუმცა, მან არ გამორიცხა, რომ „ცესკომ და პარლამენტმა შეიძლება დაიწყონ უკანონო გადაწყვეტილებების მიღება“.

„რამდენჯერაც იქნება საჭირო, ამ სიის 82-ვე წევრი მოაწერს ხელს უარს. ამით ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი მონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია. ჩვენ ვერ შევძენთ მას ლეგიტიმაციას ჩვენი იქ ყოფნით“, - აღნიშნა გვარამიამ.

მანდატებზე უარის თქმას და სიების ჩახსნას აპირებენ დანარჩენი ბარიერგადალახული პარტიებიც, თუმცა მათ ცესკოსთვის არ მიუმართავთ. პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განაცხადეს, რომ თინა ბოკუჩავასა და ნიკა გვარამიას ინიციატივა „პოპულისტურია“.

„მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს. ჩვენ ჩვენს გეგმას მივყვებით, ნათქვამი გვაქვს და დღესაც ვამბობთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.  

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.