დღეს, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ვეტოს დაძლევას აპირებენ და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კანონს მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
„ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში და დღეს უნდა შესრულდეს ქართველი ხალხის ინტერესი“, - უთხრა დღეს პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა („ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“) კი 83 დეპუტატისგან შედგება. გარდა ამისა, რუსულ კანონს მხარს უჭერს 4-წევრიანი პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“.
ოპოზიციონერი დეპუტატები უმრავლესობის წევრებს მოუწოდებენ, უარი თქვან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატზე, რაც, მათივე თქმით, რუსული კანონის საბოლოოდ მიღებაში გამოიხატება.
პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. დღესაც საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის, აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქციები გაიმართება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან 11:00 საათიდან იკრიბებიან, 17:00 საათზე კი პარლამენტის წინ, სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყება.
„ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს. ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს!“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
