დიდმა ბრიტანეთმა სანქციები კიდევ 24 რუსულ კომპანიას დაუწესა. შავ სიაში მოხვდნენ ნავთობისა და გაზის კომპანიები - „ტატნეფტი“, „რუსნეფტი“, „რუსნეფტეგაზი“ და „ნნკ-ოილი“. განმარტებით ბარათებში ნათქვამია, რომ ისინი „მხარს უჭერენ რუსეთის მთავრობას სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის სექტორში ბიზნესის წარმოებით“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
სანქციები ითვალისწინებს შავ სიაში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირების ყველა აქტივის გაყინვას დიდ ბრიტანეთში.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად სააგენტო Reuters-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ „კაისერიმ“ 105 340 ტონა ციმბირის მსუბუქი კლასის ნავთობი რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან ყულევის ნავთობტერმინალში 6 ოქტომბერს მიიტანა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „კაისერი“ (KAYSERI) რუსეთიდან ყულევის პორტში 2 ოქტომბერს შევიდა და მას 10 000 ტონამდე ნედლი ნავთობი გადაჰქონდა. უწყებამ რუსული კომპანიის სახელწოდება არ გაამხილა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიებზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდებოდა.
ხობის მუნიციპალიტეტში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს. კომპანიის დამფუძნებელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ერთი წლის წინ, 2024 წლის ოქტომბერში გამართულ პრეზენტაციაზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2025 წლის სექტემბერში „ბლექ სი პეტროლიუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაინიშნა.
