ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი მირიამ ლექსმანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ანტიდასავლურ გზავნილებს „სრულიად სამარცხვინოს“ უწოდებს და ამბობს, რომ დროა, ევროკავშირმა მას სანქციები დაუწესოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები სრულიად სამარცხვინოა და ხაზს უსვამს მხოლოდ მის მცდელობებს, გაანადგუროს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფება. დროა, ევროკავშირმა ამ ოლიგარქს პერსონალური სანქციები დაუწესოს და საქართველო მისი კლანჭებისგან გადაარჩინოს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში.
29 აპრილს, რუსული კანონის მხარდასაჭერად „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვიდა და ძირითადად, ისაუბრა გლობალური ომის პარტიაზე, რომელსაც, მისივე თქმით, „ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენა“ აქვს და „რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“. ივანიშვილის განცხადებით, უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან და ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს. მილიარდერმა პირობა დადო, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ ექნება საშუალება, რომ „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი“ გამოუტანოს, რომელსაც „ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და 12 წლიანი „მაოხრებელიგზირობისთვის“ იმსახურებს“.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის წინ ე.წ. საყოველთაო შეკრება რუსული კანონის საწინააღმდეგო მრავალათასიანი საპროტესტო აქციების საპირისპიროდ მოაწყო. თბილისში რეგიონებიდან მოაბილიზეს მმართველი პარტიის აქტივი და საჯარო სამსახურებში დასაქმებულები.
